LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი სუპერძალა იღბალია, რადგან იღბლიან ადამიანს ყველაფერი გამოსდის“ – სტენ ლის ცნობილი გამონათქვამები

990
სტენ ლი

„მეგონა, შედევრს, ნამდვილ ამერიკულ რომანს ვქმნიდი და თურმე, კომიქსების მორიგ სერიაზე ვმუშაობდი“, აღიარებს სტენ ლი, რომელსაც თვითონაც არ აქვს წარმოდგენა, როგორც შექმნა „მარველის” სამყარო. fortuna.ge გთავაზობთ სტენ ლის გამონათქვამებს.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ სტენ ლის ფრაზებს:

მთავარი სუპერძალა – იღბალია, რადგან იღბლიან ადამიანს ყველაფერი გამოსდის.

მეგონა, შედევრს, ნამდვილ ამერიკულ რომანს ვქმნიდი და თურმე, კომიქსების მორიგ სერიაზე მვუშაობდი

უხერხულ შეკითხვას იუმორით უნდა უპასუხო, რათა მეორედ მსგავსი კითხვის დასმის სურვილი არავის აღარ გაუჩნდეს.

იფიქრეთ მომავალზე, იმოძრავეთ წინ და თუ უკან დახევა გახდა საჭირო, ცხოვრება თვითონ გაგაჩერებთ!

არც მიფიქრია კომიქსების შეგროვება, ორიგინალური ილუსტრაციები კი, ფანებს დავურიგე, რადგან ოფისში ადგილი არ მქონდა მათ შესანახად. სამწუხაროდ, ზედმეტად ბრიყვი ვიყავი დამეჯერებინა, რომ ოდესმე ასეთი ფასეული გახდებოდა და უამრავი ადამიანი მოინდომებდა მათ შეძენას.

საკმარისია, ცნობილი ადამიანი გარდაიცვალოს და რამდენიმე წუთში პრესა უზარმაზარ მასალას აქვეყნებს მასზე, შეკითხვაზე კი, როგორ იმუშავეს ჟურნალისტებმა ასე სწრაფად, აუღელვებლად გპასუხობენ, რომ წინასწარ იყვნენ მომზადებული.

საუკეთესო ისტორია – პოზიტიური განწყობის, თუნდაც მცირე მოთხრობაა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ დადებითი პერსონაჟი ბევრად უკეთესია, ვიდრე უარყოფითი და სიკეთის კეთება უფრო საინტერესოა, ვიდრე ბოროტების.

კომიქსი – უფროსების ზღაპარია, რადგან გაზრდილებს ნაკლებად გვხიბლავს ბოროტი ალქაჯები, თუმცა გვიყვარს ფანტასტიკური გმირები სუპერშესაძლებლობებით. „რკინის ადამიანში“, „შურისმაძიებლებში“ და „ადამიან-ობობაში“ ყველა საკუთარ თავს ხედავს, ოღონდ ბევრად ძლიერს და სწორედ ამიტომ არიან ეს პერსონაჟები ასე პოპულარული.

წარმოდგენა არ მაქვს რა არის მუზა, შთაგონება, რადგან ყოველთვის სტრესში ვმუშაობ. თუ გამომცემელმა ბოლო ვადა არ განმისაზღვრა, აუცილებლად უსასრულობაში გაიჭიმება ჩემი საქმიანობა და მხოლოდ ბოლო მომენტში გამოვფხიზლდები, რადგან სიჩქარეში ბევრად შრომისუნარიანი ვარ.

საუკეთესო დედა მყავდა, რადგან სწორედ ის მეხუმრა პირველად, რომ ნამდვილი შექსპირი ვიყავი, მე კი, დავიჯერე და სწორედ ამ რწმენით შევძელი ცხოვრებაში ყველაფერი.