LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი შეირჩნენ

81

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად  შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი  შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები იუსტიციის მინისტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შალვა შავგულიძე კი, პოლიტიკურმა პარტიამ „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარადგინა.

შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, შალვა შავგულიძე კი, ყოფილი დეპუტატი.

მთავარი პროკურორობის სურვილი 18-მა კანდიდატმა გამოთქვა. მთავარი პროკურორის თანამდებობა აღნიშნული პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ ვაკანტურია. შოთაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ გადადგა.