LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი პროკურატურის მიმდებარედ გზა გადაკეტილია

65

მთავარი პროკურატურის მიმდებარედ ყვითელი ავტობუსებით გზა გადაკეტილია. როგორც ცნობილია, ადგილზე ამ წუთებში აქცია მიმდინაროებს. მთავარ პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერებიი არიან შეკრებილი. ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ.

როგორ “ფორტუნას” პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, ამ დროისთვის ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია მცირე მონაკვეთზე ძველი ციხეების ტერიტორიიდან პროკურატურის შენობის ჩათვლით. სავარაუდოდ, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე არ აღდგება, რადგან აქცია 7 საათზე იწყება.