LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი ნაძვის ხე აინთო: “ბავშვების კისკისი არის ზუსტად ის, რისიც ეშინია პანდემიას, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს, ჯანმრთელ მომავალს”

202
BeFunky-collage (24)

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საზეიმო ღონისძიებას ნახვა პირდაპირ ეთერში იყო შესაძლებელი.

ღონისძიებას თბილისის მერი დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას მიმართა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

ამასთან, კახა კალაძემ მოქალაქეებს, განსაკუთრებით პატარებს, ბოდიში მოუხადა, რომ მათი უმეტესობა, პანდემიის გამო, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ვერ დაესწრო.

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ. ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნაა, არამედ გამოწვევა, არშეგუებაა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო.

 

 

ჩვენ წელს ვაცხადებთ თბილისს სოლიდარობის ქალაქად, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს ქვეყანაში გვაქვს. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და კოვიდ 19-ს. მეგობრებო, სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მშვენიერია.

დარწმუნებული ვარ, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს. ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმ იმედით, რომ 2020 წელი იქნება გამარჯვებების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“,-განაცხადა კალაძემ.

საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება, რომელთა ტრანსლირებაც ასევე პირდაპირ ეთერში მოხდება.

491 ათას ლარიანი ბიუჯეტით, საახალწლო კონცერტი მაყურებლის გარეშე გაიმართება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები