LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი მიზანია სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი“ – ნაზი ჯანეზაშვილი ახალ ორგანიზაციას აფუძნებს

82
ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ახალი ორგანიზაციის დაფუძნებას აანონსებს, რომელიც მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იმუშავებს.

ჯანეზაშვილმა, რომელსაც საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა ეწურება, დღეს მედიასთან, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი პარტნიორი იყო მედია და საზოგადოება. ამიტომ მინდა, მედიას  განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რომ არა თქვენ, ის პრობლემები, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს, არ გასაჯაროვდებოდა და საზოგადოება ვერ შეიტყობდა.

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, სასამართლო სისტემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ ეს ეტაპი დავასრულო და შევეგუო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაშია.

ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს სასამართლო თემაზე და ამ საკითხზე სიღრმისეულ მუშაობას ახალი მეთოდებით ვაპირებ. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება. მთავარი მიზანია სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი. ვაპირებ ინტენსიურ მუშაობას ჩვენს მოქალაქეებთან“. – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პარლამენტის მიერ ოთხი წლის ვადით იყო არჩეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები