LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავარი ხაზი ახლა გამოძიებაზე გადის, ძალიან ბევრი საქმე დევს თაროზე” – ვინ და რატომ უპირისპირდება ჟურნალისტებს

75
BeFunky-collage (9)

როგორ გადაიქცა „თბილისი პრაიდისთვის“ დაგეგმილი 5 ივლისი მედიაზე ძალადობის დღედ – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელმა ნათია კაპანაძემ ისაუბრა.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც  15 ორგანიზაციას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების უფლების დარღვევის შემთხვევებმა საქართველოში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

 

“ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ეს იყო წახალისებული აგრესია”

 

ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ 5 ივლისამდე გაკეთებული განცხადებების ფონზე, მოულოდნელი არ იყო, რომ ძალადობის მთავარი სამიზნე მედიის წარმომადგენელები აღმოჩნდებოდნენ.

მისივე შეფასებით, ეს იყო მასშტაბური თავდასხმა მედიაზე, სიტყვის თავისუფლებასა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაზე.

“ათი კაცი მირტყამდა თავში წიხლებს, 4-ჯერ ვყვირი, მოდით, მცემენთქო, სამწუხაროდ, პოლიციამ ყურიც არ შეიბერტყა” – დაშავებული ჟურნალისტი დღეს მომხდარი ძალადობის დეტალებზე

“სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვხედავთ, რომ მედიაზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის თანაავტორები ასევე, არიან ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლები, პოლიტიკური პირები. ბოიკოტის რეჟიმში უფრო მეტად ხდება ჟურნალისტების მარგინალიზაცია. ის, რომ არ მოხდა  ჟურნალისტების წინააღმდეგ აქამდე ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, არ ხდება სათანადოდ დაფასება მედიასთან ურთიერთობის მთავარი ღირებულის, რომ  პოლიტიკოსები საზოგადოებას ჟურნალისტების მეშვეობით ეკონტაქტებიან.

5-6 ივლისის მოვლენები სწორედ ამგვარი წინაპირობების ერთგვარი აკუმულაცია იყო. წინასწარი მოლოდინის მიუხედავად, უმოქმედო და ინერტული იყო სახელმწიფო, როდესაც მან არ გამოიყვანა სათანადო საპოლიციო ძალები.

როცა ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალაქის მასშტაბით 3200-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული: შსს

ამ შემთხვევაში საპოლიციო ძალების არათანაბარი, არასწორი გადანაწილება იყო წინაპირობა იმისა, რომ მოძალადეებმა მოახერხეს მედიაზე თავდასხმა,”- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

რატომ უპირისპირდებიან ჟურნალისტებს 

 

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მედია ნებისმიერ პერიოდში ხდება თავდასხმის ობიექტი.

“გავიხსენოთ თუნდაც, ცესკოსთან აქცია, რომელიც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით იმართებოდა, წყლის ჭავლით დაშალეს და მიმართული იყო უშუალოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ.

როდესაც ძალადობრივი ჯგუფები თუ სახელწმიფოს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ესხმიან თავს, ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სურვილი, მიმდინარე პროცესების შესახებ გაიგოს ფართო საზოგადოებამ.

საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მედია, ამიტომ დაფიქრდნენ იმაზე, რომ არ აყვნენ მთავრობის და ეკლესიის მმართველობის მიერ შემოთავაზებულ ფორმას: ზვიად ქორიძე

მოგვიანებით გაკეთდა განმარტება, მათ შორის სასულიერო პირებისგან, რომ თუკი ჟურნალისტს არ ეპატიჟებიან კონკრეტულ ადგილას და მისი იქ ყოფნა, არის არასასიამოვნო, ის არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ასეთ პროცესში, რაც ეწინააღმდეგება ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ კანონს”.- აღნიშნა კაპანაძემ.

 

“საზოგადოების განწყობაც ამის გაგრძელებაა” – რატომ არის მედია ძალადობის ობიექტი

 

“ეს კითხვა არის ანარეკლი იმ დამოკიდებულების, რაც საქართველოში ჟურნალისტების მიმართ აქვს ხელისუფლებებს”, – აცხადებს ნათია კაპანაძე და დასძენს, რომ “სამწუხაროდ, ხელისუფლებას ყოველ ჯერზე აქვს სურვილი მედიამ არ იმუშაოს სათანადოდ. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სასიამოვნო არ არის ჟურნალისტმა გააშუქოს ესა თუ ის მოვლენა, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია.

“აღნიშნული რიტორიკა მოდის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობისგან. როდესაც პოლიტიკოსები მუდმივად უარყოფითად პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს, დამაკნინებლად მოიხსენიებენ მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. საზოგადოების განწყობაც თითქოს ამის გაგრძელებაა.

აბსოლუტურად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ – მინდა, ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო: ღარიბაშვილი

მაშინ როდესაც ძალიან მარტივია უარი ვთქვათ კონკრეტულ მედიასაშუალებაზე, არ მოვუსმინოთ, არ ვუყუროთ ანდა თუკი მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტები უშვებენ შეცდომებს, არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საკუთარი პრეტენზია გამოთქვამს.

ჩვენ თუ მოგვინდება და მოვიძიებთ იყო თუ არა მედიაზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა სადმე, ასეთ ფაქტს ვერ ვნახავთ, მსგავსი ჩვენს ქვეყანაში არ დაფიქსირებულა”- განაცხადა ნათია კაპანაძემ.

 

“მთავარი ხაზი ახლა გამოძიებაზეა გადის, ძალიან ბევრი საქმე თაროზე დევს”

 

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყოველი გამოუძიებელი შემთხვევა ახალისებს ჟურნალისტების წინააღმდეგ აგრესიას.

როგორც ნათია კაპანაძე ამბობს, ახლა სწრაფი და ეფექტური გამოძიება არის ერთადერთი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ “ჩვენ დავუბრუნდეთ გამოხატვის თავისუფლების დაცვის და აღიარების სტანდარტს”.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ გმობს მედიაზე ძალადობას

ვუცხადებთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელიც დაშავდა რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენების დროს.

“სხვა შემთხვევაში ეს იქნება ყველაზე უარესი მოცემულობა, რაც შესაძლებელია იყოს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. მე ვმუშაობდი 26 მაისს დაზარალებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებითაც, სადაც ძალიან უხეში დარღვევები იყო ჟურნალისტების მიმართ. მათ შორის მატერიალური ზიანის ანაზღაურების საქმეზე, რომელიც დასრულდა და ტექნიკის დაზიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა აინაზღაურეს ზიანი. თუმცა, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ წინა ხელისუფლებების დანაშაულებები თუნდაც ჟურნალისტების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით დასრულებულიყო.

ძალიან ბევრი საქმე თაროზე დევს. ძალიან ვწუხვარ, რომ კოალიციის მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლება არც ძველ და არც მიმდინარე საქმეებს არ იძიებს, რომელიც  ჟურნალისტების უფლებების მნიშვნელოვან დარღვევას შეეხება.

დღეისათვის, ჩვენ გვაქვს ერთადერთი შესაძლებლობა მოხდეს სწრაფი გამოძიება. იცით, რომ „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ სამართლებრივ მხარდაჭერას ვუწევთ დაზარალებულ ჟურნალისტებს. ცხადია, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მაგრამ მოგვიანებით, აუცილებლად დავეხმარებით მატერიალური ზიანის ანაზღაურებაში.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ სწრაფი და ეფექტური გამოძიება უნდა მოვითხოვოთ და მივყვეთ ამ პროცესს, მოგვიანებით კი ვიმუშაოთ ზიანის ანაზღაურების საკითხზე” – განაცხადა ნათია კაპანაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

მოვლენების ეპიცენტრში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად – ჟურნალისტები, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების სამიზნედ იქცნენ

ბოლო მონაცემებით, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული, მათგან ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.