ბრაზილიის ნაკრები The Guardian-მა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად დაასახელა.
დარჩენილ გუნდებს შორის სწორედ ტიტეს გუნდის შანსებს აფასებენ ყველაზე მეტად. პორტუგალიის ნაკრების მესამე ადგილზე გადასვლას რეიტინგის ავტორები კრიშტიანოს თადარიგში გადაყვანით ხსნიან.
რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. ბრაზილია;
2. საფრანგეთი;
3. პორტუგალია;
4. ინგლისი;
5. არგენტინა;
6. ნიდერლანდები;
7. მაროკო;
8. ხორვატია.