LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა”, სატანის მიკროფონია: ეპისკოპოსი სპირიდონი

121
BeFunky-collage (35)

სხალთის მთავარეპისკოსი სპირიდონი აცხადებს, რომ კრიტიკული მედიები: “მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა”, სატანის მიკროფონია. როგორც მან ქადაგებისას თქვა, “დედა ღვთისმშობელს უნდა ვევედროთ, რათა მათ სინანული მიეცეთ”.

როგორც მთავარეპისკოპოსმა 25 თებერვალს ქადაგებისას თქვა, “საქართველოზე ბოროტი ძალების შემოტევა ხორციელდება”, რომლებიც “ეკლესიას ლანძღავენ და აგინებენ”.

“საქართველოზე არის შემოტევა, საშინელი. ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება ხომ? ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას. პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც  საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა.

მთავარი არხი, ტვ პირველი და ფორმულა – ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ ვევედროთ დედა ღვთისმშობელს და უფალს, რომ მოიქცენ ისინიც, მოტრიალდნენ, ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი და უფალმა აღადგინოს დიდი ივერია,” – განაცხადა ეპისკოპოსმა.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ ეპისკოპოსი სპირიდონი, ისევე, როგორც მაღალიერარქების დიდი ნაწილი სიძულვილის ენით საუბრობს და მხოლოდ შუღლს სთესავს საზოგადოებაში. 

“ეს მხოლოდ იწვევს საზოგადოების გახლეჩას, საზოგადოების ერთი ნაწილის წახალისებას მეორისკენ. როცა ხდება ძალადობა, ლომის წილი მიუძღვით სასულიერო პირების დიდ ნაწილს,” – თქვა ბარნოვმა “ფორმულასთან” საუბრისას.