LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი არხი მაუწყებლობას იბერიას შენობაში დაიწყებს

1244
page

“მთავარი არხი” მაუწყებლობას ტელეკომპანია “იბერიას” შენობაში დაიწყებს. როგორც ნიკა გვარამიამ იმედთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, არხის შენობად დიდ დიღომში მდებარე ასტრაპარკი განიხილება, თუმცა მოლაპარაკებები ბოლომდე დასრულებული არ არის.

“სანამ დრო გაქვთ, იპარპაშეთ” – როდიდან გავა ეთერში მთავარი არხი?

გვარამიას თქმით, არხი პირველ ეტაპზე მაუწყებლობას სწორედ იბერიას ტექნიკით შეძლებს.

“კონკრეტულ შენობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ოქუაშვილი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისი ტექნიკა იქნება ამ ტელევიზიის საკუთრებაში. ბოლომდე ეს ყველაფერი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ამ მომენტისთვის ასეთი მდგომარეობაა”, — აღნიშნა გვარამიამ

აღნიშნულს ადასტურებს იბერიას მფლობელი ნატო ჩხეიძე. მისი განცხადებით,  რუსთავი 2-დან წამოსული კურიერის გუნდი მათ შენობაშია, ეგუებიან ინფრასტრუქტურას და ეთერში გასვლისთვის ემზადებიან.

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ “ინტერესთან კონფლიქტის” მოტივით გაათავისუფლა.

„14 წლიანი ისტორიის დასასრული“ – ვინ ტოვებს რუსთავი 2-ს

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და  ეკა კვესიტაძე.გვარამიამ განაცხადა, რომ მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს.

ამ დროისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის. რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა.

რუსთავი 2-ის ნიუსრუმი ცარიელი გგონიათ, მაგრამ აქ 800-მდე ადამიანია – ირაკლი იმნაიშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები