LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი არხი” ეთერშია

4180
დიკოოოოო

მთავარი არხმა მაუწყებლობა დაპირებისამებრ 9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარი საინფორმაციო კურიერის მსგავსად დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ.

საინფორმაციო გამოშვების ეთერში პირველად გასვლის შემდეგ, ეკრანებზე ეკა კვესიტაძე და ნიკა გვარამია ერთად გამოჩნდებიან, თუმცა მათი წინა გადაცემისგან განსხვავებით, ნიკა გვარამია პირობას დებს, რომ ეთერში მუდმივად პიჯაკით იჯდება და არ შეიგინება.

რატომ უნდა უყუროთ მთავარს? – ნიკა გვარამია ისევ ეთერში ჯდება

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1159057717611548/

უკვე ამუშავებულია “მთავარი არხის” გვერდი ფეისბუკზე, რომელსაც 150 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ოფიციალური გვერდიდან გუშინ გავრცელდა მთავარი არხის ახალი ანონსიც. ვიდეოში ყველა ის ცნობილი სახეა წარმოდგენილი, რომლებიც “რუსთავი 2”-დან ახალ არხზე გადავიდა.

"გადართეთ მთავარზე და აღარ გადმორთოთ" - მთავარი არხის ანონსი [ვიდეო]

ვიდეოში ყველა ის ცნობილი სახეა წარმოდგენილი, რომლებიც "რუსთავი 2"-დან ახალ არხზე გადავიდა.

ნიკა გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი, პაატა იაკობიშვილი, ვანო ჯავახიშვილი და სხვები, საზოგადოებას აცნობენ, თუ რის გაკეთებას აპირებენ მთავარ არხზე და მოუწოდებენ, რომ ტელევიზორები სწორედ მათკენ მიმართონ.

როგორც არხის დამფუძნებელმა განმარტა, მაგთის ტელევიზიაში მთავარი არხის პოვნა შეგიძლიათ 55-ე ღილაკზე; მაგთისატი – 112-ე ღილაკი; სილქნეტი – 281-ე ღილაკი;სახლის ანტენა (მეორე მუქსი) – 23-ე ღილაკი.

ტელეკომპანია დროებით „იბერიის“ შენობაში განთავსდა. „რუსთავი 2“-დან წასულ იუმორისტთა ჯგუფს უკვე დაეწყო გადაცემების დაგეგმვის პერიოდი ახალ „მთავარ არხზე“. შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ 50-კაციან გუნდს 13 სახე გამოაკლდა, მათ შორის არიან ვანო ჯავახიშვილი, ვასო ფხაკაძე, ნიკა გრიგოლია, თამარ ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და სხვები.

მთავარი არხი მაუწყებლობას იბერიას შენობაში დაიწყებს

"რუსთავი 2-დან წამოსული კურიერის გუნდი ეგუებიან ინფრასტრუქტურას და ეთერში გასვლისთვის ემზადება"

გვარამიამ არხის შექმნა მას შემდეგ დააანონსა, რაც ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გაათავისუფლა.

“სანამ დრო გაქვთ, იპარპაშეთ” – როდიდან გავა ეთერში მთავარი არხი?

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს ტელეკომპანია იბერიის მფლობელებთან აწარმოებს.ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 მას შემდეგ გადაიფორმა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები