LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მთავარი არ არის დაბადება, ან სიკვდილი, მთავარი არის გზა…ჩემი შვილი ღირსეულად აღესრულა” – ჯაბა ხოფერიას მამა

208
BeFunky-collage - 2022-12-07T233548.218

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს, ჯამბულატ (ჯაბა) ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილი ღირსეულად აღესრულა და თავისი ვალი პირნათლად მოიხადა.

როგორც ჯაბას მამა მედიასთან საუბრობს, მთავარი არ არის დაბადება, ან სიკვდილი, მთავარია გზა, რომელსაც გაივლი.

“ვითვალისწინებ რა, საზოგადოებრივ ინტერესს და ხალხის ინტერესს, ამიტომ ვუთმობ ამ ყველლაფერს დროს ჩემი მძიმე წუთებიდან. ჩემს შვილს ჰქონდა მისი გზა, როგორც ყველა ადამიანს აქვს და ეს იყო რთული გზა. როცა დადგები მეომრის გზაზე, ეს რთული არჩევანია, მაგრამ უნდა ატარო ის ღირსებით და იარო ბოლომდე. ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენ გვქონდა საუკეთესო მაგალითი ჩვენი წინაპრებიდან, ჩვენი მამა-პაპიდან გადმოცემული. ჩვენ გვქონდა ადათები და ჩვენ გვქონდა სამხედრო წვრთნა, რომელიც ვერაგმა მტერმა დაგვაკარგვინა.

მაგრამ ჩვენს ხალხს აღმოაჩნდა რეგენერაციის უნარი და მეტ-ნაკლებად აღვადგინეთ. იმიტომ რომ, თუ არ არის მეომარი, არ არის ქვეყანა. ვცდილობდი ჩემი შვილი აღმეზარდა და ჩამენერგა მასში რაღაც თვისებები, რომელიც თუ დასჭირდებოდა ქვეყანას, ამ რთულ გზაზე დააყენებდა და ვიცოდი, რომ ეს გზა იქნებოდა მისთვის რთული. როცა შენ დადგები ამ გზაზე, რაც მე გავიარე, ეს არის ძალიან რთული გზა. ადვილი არაა, მაგრამ ეს არის საამაყო არჩევანი.

ჩემთვის, ანუ შენთვის, ადამიანისთვის, პირადად ეს არის საამაყო, თავს გრძნობ ადამიანად, კაცად, შენი ქვეყნის დამცველად. ჩემი შვილიც ცდილობდა, რომ ეგეთი ყოფილიყო.

აღესრულა, მაგრამ მის გზაზე იარა ღირსეულად და ვთქვი მე ერთხელ, რომ მთავარი არ არის დაბადება ან სიკვდილი, იმიტომ რომ ყველაფერი იბადება ამ დედამიწის ზურგზე და მერე ყველაფერი კვდება, მთავარი არის გზა და თქვა კიდეც უფალმა, რომ მე ვარ გზა”, – საუბრობს არჩილ ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

ამავე თემაზე: 

არჩილ ხოფერია: “გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე”

VIDEO: „აქედან სოხუმში წავალთ“ – მირო ვანაძე უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას ვიდეოს აქვეყნებს

„არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო…“ – რას წერს ვანო ნადირაძე

“ვიცნობდეთ გმირებს…2022 წელს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 33 ქართველი მებრძოლი” – “სირცხვილია”

“ბრძანება მიიღეს არ წახვიდეთ წინო!… 5 გმირ ქართველს კი სისხლი აუდუღდა!…10 საათი იბრძოდნენ, გაანადგურეს ათობით ორკი და წარმოუდგენელი გმირობა აჩვენეს ბიჭებმა!” – ნიკო მიქაია უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“გლოვის დღე უნდა გამოცხადდეს…არც ახალი წლის პომპეზურობა გვჭირდება: ჩვენგან ახლოს ჩვენი მტერი ბავშვებს ხოცავს და ვისაც ვერ კლავს – აშიმშილებს: ანდრო გოცირიძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

“დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, ქართველი მებრძოლების ნაწილი ალყაში იმყოფება” – უკრაინაში მებრძოლი ქართველი რომეო ფარულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები