იუმორისტული გუნდი, რომელმაც ვანო ჯავახიშვილთან ერთად ნიკა გვარამიას ახალ, „მთავარ არხზე“ გადაინაცვლა, ახალი გადაცემისთვის ემზადება.
ტელევიზიის ოფიციალურმა „ფეისბუქ“-გვერდმა გავრცელა ფოტოები, სადაც ვასო ფხაკაძე, ნიკა გრიგოლია, თათია სულუაშვილი, თამუნა ლეკვეიშვილი და სხვა იუმორისტები არიან გამოსახულნი. როგორც „მთავარი არხი“ იუწყება, მალე მის ეთერში „ახალი შაბათის შოუ“ დაიწყება. კონკრეტული თარიღი ჯერ მითითებული არ არის.