„წარსულში ჰიტლერისა და ნაპოლეონის დამარცხების შემდგომი პერიოდის მსგავსად, რუსეთი უკრაინაშიც კონფლიქტის გამო უფრო გაძლიერდა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
როგორც ლავროვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში აღნიშნა, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ე. წ. „გაუქმების კულტურაზეა“ (Cancel Culture) დაფუძნებული.
„უკრაინას მრავალი წელი ამზადებდნენ“ - სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს ომს
„რაც უნდა თქვან, აწარმოებენ ამ ომს, ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით, დაზვერვით, სატელიტური მონაცემებით – აწარმოებენ ომს ჩვენ წინააღმდეგ“
„ეს არ არის [რუსეთისთვის] არჩევანის ომი. ეს არის ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ვერ ავიცილებთ თავიდან, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ და NATO უკრაინას რუსეთის უსაფრთხოების შელახვის ინსტრუმენტად ამზადებდნენ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს „ყველაფერი რუსული“, მათ შორის ენა, მედია, კულტურა და განათლება.
„მსოფლიოზე დასავლეთის 500-წლიანი ბატონობა სრულდება“.
შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვას ლავროვმა უპასუხა:
„უკრაინელებზეა დამოკიდებული, მიხვდნენ, თუ რამდენად ღრმად არიან იმ ღრმულში, რომელშიც ისინი ამერიკელებმა ჩასვეს.. ბატონ ზელენსკის უნდა დაურეკოთ, რადგან წელიწად-ნახევრის წინ მან ბრძანება გამოსცა, რომელიც პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას კრძალავს“. – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.