მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისლანდიაა. ჟურნალმა Global Finance 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი შეადგინა. სპეციალისტებმა 128 ქვეყნის უსაფრთხოების ინდექსი გამოთვალეს და მთავარი კრიტერიუმები – სამხედრო კონფლიქტი, დანაშაულის დონე, ეკონომიკური განვითარების დონე, ბუნებრივი კატაკლიზმების რისკი და ზოგადად, მოქალაქეების უსაფრთხოება იყო.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველი 20 პოზიცია ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიკავეს, პირველი ადგილი – ისლანდიას, მეორე – შვეიცარიას, მესამე კი ფინეთს ხვდა წილად. რ
აც შეეხება არაევროპულ ქვეყნებს, რეიტინგში – ყატარი, კანადა, სინგაპური და ახალი ზელანდია მოხვდნენ.