LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნება

40
200608-r36601

ისლანდიის ხელისუფლებამ უცხოელი ვიზიტორებისთვის რეგულაციების შემსუბუქება დააანონსა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში ლიდერ სახელმწიფოში შესვლის სანიტარული წესები უახლოს მომავალში შეიცვლება.

ისლანდიას სურს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ისეთს როგორიც პანდემიამდე ჰქონდა. შესაბამისად, ქვეყნის მონახულების წესებიც სტანდარტული გახდება.

გარდა ამისა, 25 თებერვლიდან ქვეყანაში ნიღბის ტარების ვალდებულება გაუქმდა, შენობებშიც და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. გაუქმდა კაფეებისა და ბარების მომხმარებელთა რაოდენობაზე დაწესებული ლიმიტი. მუზეუმების, თეატრების თუ სხვა ტურისტული ობიექტების დათვალიერებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ისლანდიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობის უმრავლესობა აიცრა და კორონავირუსის ახალი შტამების გადატანაც ბევრად გამარტივდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები