LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები

79
sacarsauto

ანალიტიკურმა კომპანია J.D. Power–მა სამი წლის წინ გამოსული ავტომობილების მფლობელები გამოკითხა რათა დაედგინა, თუ რომელი ბრენდია მსოფლიოში ყველაზე სანდო. 2019 წლის გამარჯვებული სამხრეთკორეული პრემიალური მწარმოებელი Genesis გახდა.

ექსპერტებმა თითოეული საავტომობილო ბრენდის 100 მფლობელი მაინც გამოკითხეს, პრობლემების რაოდენობა გააანალიზეს და 2 წლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში წარმოქმნილი ყველა სირთულე შეაჯამეს. საჩივრები რამდენიმე კატეგორიაში გაანაწილეს და გაითვალისწინეს ყველაფერი:  დაწყებული ფარებიდან დამთავრებული ელექტრო სისტემებით.

შედეგად დადგინდა, რომ Genesis ყველაზე სანდო ავტომობილებს აწარმოებს და 100 ავტომობილზე 89 საჩივარი დაფიქსირდა. მეორე ადგილზე Lexus გავიდა, რომლის შემთხვევაშიც 100 საჩივარი გამოვლინდა, მესამე ადგილი Buick–ს, 103 პრობლემით ერგო. აღსანიშნავია, რომ Genesis გამოკითხვაში პირველად მონაწილეობდა, რადგან წესების მიხედვით ბრენდი ბაზარზე 3 წლის გამოსული მაინც უნდა იყოს.

რეიტინგის ბოლო პოზიციებზე ოთხი მწარმოებელი განთავსდა –  Volvo (185 პრობლემა), Jaguar (186 პრობლემა), Chrysler (214 პრობლემა) და Land Rover – რეკორდული 220 საჩივრით 100 მანქანაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები