მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები უკვე ცნობილია. რეიტინგის მიხედვით, რომელიც AirlineRatings.com-მა შეადგინა პლანეტის ყველაზე სანდრო ავიაკომპანია, უსაფრთხოების კუთხით, ავსტრალიური Qantas გახდა. რეიტინგში მას მეორე პოზიციაზე ახალ ზელანდიური Air New Zealand მოყვება, უსაფრთხო ავიაკომპანიების სამეულშია ტაივანური EVA Air-იც.
ცნობისთვის, airlineratings.com ავიასფეროში რეიტინგების წამყვანი პორტალია. რეიტინგის შედგენისას Airlineratings-ი მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის ავიაპარკის ასაკს და საავიაციო შემთხვევების სტატისტიკას.
რაც შეეხება ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულს, ის ასეთია:
-
Qantas,
-
Air New Zealand,
-
EVA Air,
-
Etihad,
-
Qatar Airways,
-
Singapore Airlines,
-
Emirates,
-
Alaska Airlines,
-
Cathay Pacific Airways,
-
Virgin Australia.