LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ტანმაღალი ქალი თურქეთში ცხოვრობს

62
211013064509-restricted-03-rumeysa-gelgi-exlarge-169

გინესის რეკორდების წიგნმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალის ტიტული თურქ რუმისა გელჯის მიანიჭა.

CNN-ის ინფორმაციით, ახალი რეკორდსმენი 24 წლისაა და მისი სიმაღლე 215,16 სანტიმეტრს შეადგენს, რაც ქალთა შორის მთელ მსოფლიოში რეკორდული მაჩვენებელია. რუმისას სიმაღლე ვივერის სინდრომს უკავშირდება, ეს სინდრომი სხვადასხვა ანომალიებს იწვევს, მათ შორის სიმაღლეში ზრდასაც.

ახალგაზრდა ქალი დაავადების გამო ეტლით ან ყავარჯნებით გადაადგილდება და გინესის წიგნის დამსახურებით, იშვიათი ანომალიების შესახებ ცნობადობის გაზრდას აპირებს.

„ყველა არახელსაყრელი მდგომარეობა შესაძლოა უპირატესობად ვაქციოთ. საკუთარი თავი ისეთი უნდა მიიღო როგორიც ხარ, გაიაზრო შენი პოტენციალი და განვითარებისთვის მაქსიმუმი გააკეთო“.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ტანმაღალი მამაკაციც თურქეთის მოქალაქეა, სულტან კოსენის სიმაღლე 251 სანტიმეტრს შეადგენს.

როგორც გინესის წიგნის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის უიშვიათესი დამთხვევა, როცა მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაციც და ქალიც ორივე ერთი ქვეყნის წარმომადგენელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები