LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ტანმაღალი ქალები ლატვიაში ცხოვრობენ – ახალი კვლევა

155
Screenshot 2023-07-18 110909

ახალგაზრდა ლატვიელი ქალბატონების საშუალო სიმაღლე 169,8 სანტიმეტრს შეადგენს, რაც მსოფლიო რეკორდია. ამის შესახებ ნათქვამია პლატფორმა Our World in Data-ს უახლეს კვლევაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

საბოლოო დასკვნების გამოტანამდე სპეციალისტებმა მსოფლიოს 195 ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით ქალის მონაცემი შეისწავლეს. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე ყველა ქალბატონი 1996 წლის შემდეგაა დაბადებული.
ქვეყნები სადაც ყველაზე მაღალი ქალები ცხოვრობენ:

1. ლატვია – 169,80 სმ.
2. ნიდერლანდები – 168,72 სმ.
3. ესტონეთი – 168,67 სმ.
4. ჩეხეთი – 168,46 სმ.
5. სერბეთი – 167,46 სმ.
6. სლოვაკეთი – 167,47 სმ.
7. დანია – 166,62 სმ.
8. ლიეტუვა – 166,35 სმ.
9. ბელარუსი – 166,34 სმ.
10. უკრაინა – 166,05 სმ.

რეიტინგის მეორე ბოლოში მოექცნენ ქალები გვატემალიდან (149,39 სმ), ფილიპინებიდან და ბანგლადეშიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები