LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი Volkswagen Beetle

40

გერმანული მწარმოებელი, რომელიც ბოლო პერიოდში ელექტროქარების წარმოებითაა დაკავებული, მის მიერ გამოშვებულ მოდელებში, ახალ რეკორდს ამყარებს. World of Speed-ის ღონისძიებაზე, რომელიც აშშ-ში, ბონევილზე იმართება, სპეციალურად შემუშავებული Volkswagen Beetle წარმოადგინეს. ესაა მოდელი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, 328 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. აღნიშნული ავტომობილი აბსოლუტური რეკორდსმენია ამ კლასში.

მსვლელობაში გამოიყენეს ასევე მოდიფიკაცია, სახელად — LSR — Land Speed Record (მიწაზე სიჩქარის რეკორდსმენი). მოდელზე მუშაობდა კომპანია THR Manufacturing. იგი აღჭურვილი იყო 2 ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც ახალ ალგორითმზე მუშაობს. მისი სიმძლავრე განსაზღვრულია 550 ცხენის ძალით სიჩქარით და 570 ნმ ბრუნის სისწრაფით.

გარდა ამისა, მოდელმა მიიღო განახლებული სამუხრუჭე აღჭურვილობა, ახალი დისკები, გაუმჯობესებული სავარძელი და ღვედები, ასევე დაცვის სისტემა. რეკორდის დამყარების დროს, ავტომობილს მართავდა გამოცემა Automobile-ის რედაქტორი – პრესტონ ლერნერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები