LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე სანდო ავტომობილები

66
savecarsd

სააგენტო J.D. Power–მა ტრადიციული გამოკითხვა მოაწყო. სპეციალისტებმა მეორადი ავტომობილების მფლობელები გამოკითხეს, რათა მსოფლიოში ყველაზე სანდო 3 წლის მანქანა გამოევლინათ. ლიდერთა შორის მოხვდა Lexus, Porsche და Kia. აუტსაიდერების სიაში კი – Land Rover, Alfa Romeo და Jaguar ლიდერობენ. რეიტინგი 33 ათასი რესპოდენტის მოსაზრების შეჯამების შედეგად შედგა.

J.D. Power–ის მეთოდიკა ძალიან მარტივია. სააგენტოს სპეციალისტები ავტომობილის თითოეული ბრენდის 100–მდე მფლობელს ესაუბრებიან და იმ პრობლემებს ადგენენ რომლებსაც ისინი 3 წლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში გადააწყდნენ. ითვალისწინებენ ყოველგვარ გაუმართაობას, დაწყებული სერიოზული პრობლემებით, დამთავრებული მულტიმედიის სისტემის ხარვეზებით.

2020 წლის ლიდერი ბრენდი Lexus გახდა, იაპონურ პრემიუმ–ბრენდს 100 ავტომობილზე 81 საჩივარი დაუგროვდა. მეორე ადგილზეა Porsche (86), მესამეა Kia(97). 7 საუკეთესოთა შორის მოხვდნენ Toyota (98), Buick (100), Cadillac (100) და Hyundai (101). წინა წლის ტრიუმფატორი Genesis წელს მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა და 102 საჩივარი დააგროვა.

Lexus კი ლიდერობას უკვე მეცხრე წელია არ თმობს. სიას ტრადიციულად Chrysler ასრულებს.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 3 წლის ავტომობილების სანდოობა ყოველ წელს იზრდება, მაგალითად წელს საშუალო მაჩვენებელი 100 მოდელზე 121 პრობლემა იყო, რაც უკანასკნელი 32 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები