LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი კვლავ ილონ მასკია

181
ELON

Bloomberg-მა 2023 წლის მილიარდერების ინდექსი გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის სიას კვლავ ილონ მასკი ლიდერობს. SpaceX-ის დამფუძნებლისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება 235 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

რეიტინგის ათეულში მოხვდნენ: ბერნარდ არნო ($179 მილიარდი აშშ დოლარი), ჯეფ ბეზოსი ($178 მილიარდი აშშ დოლარი), ბილ გეითსი ($140 მილიარდი აშშ დოლარი), სტივ ბალმერი ($130 მილიარდი აშშ დოლარი), მარკ ცუკერბერგი ($128 მილიარდი აშშ დოლარი), ლარი პეიჯი ($128 მილიარდი აშშ დოლარი), ლარი ელისონი ($124 მილიარდი აშშ დოლარი), სერგეი ბრინი ($121 მილიარდი აშშ დოლარი) და უორენ ბაფეტი ($120 მილიარდი აშშ დოლარი).

აღნიშნულ რეიტინგში 396-ე პოზიციაზე ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოხვდა, რომლის ქონება ამჟამად 6.55 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები