LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტქარი გახდა..

65
mustang

Ford Mustang მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტული ავტომობილია. 2021 წლის მონაცემებით, მოდელმა გაყიდვების მაჩვენებლით მსოფლიოში ყველა სპორტქარს გადაუსწრო. Mustang ლიდერობას უკვე 7 წელია ინარჩუნებს, თუმცა წელს სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. ბაზარზე არსებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, წინა თაობის სპორტქარის მიმართ ინტერესი ეტაპობრივად მცირდება.

გასული წლის განმავლობაში Ford-მა 70 ათასი Mustang-ის გაყიდვა შეძლო. 2021 წლის მთავარი ბაზარი აშშ იყო და რეალიზებული მოდელების 76% სწორედ მასზე მოდის. დიდი მოთხოვნა იყო ასევე  – ახალ ზელანდიაში, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაშიც.

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი აშშ-ში Mustang-ის მიმართ ინტერესი 19%-ითაა შემცირებული. მიუხედავად ამისა, სხვა მასლქარებს ის ჯერ კიდევ ჯობნის.

ეს წელი მეექვსე თაობის „მუსტანგისთვის“ ფინალური უნდა გახდეს. 2023 წლიდან მას ახალი ვერსია, ინდექსით S650 ჩაანაცვლებს. როგორც Ford-ში დაადასტურეს, სიახლე V8 ძრავს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები