მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური ქალაქი პარიზია. ასეთი დასკვნა პორტალმა Zalando-მ მოდისა და არქიტექტურის საკითხების გათვალისწინებით მიიღო. მთლიანობაში კი რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა სხვადასხვა კრიტერიუმები გაითვალისწინეს, მათ შორის – ქუჩების სისუფთავე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა და რა თქმა უნდა მოდა. საფრანგეთის დედაქალაქმა კი 80 ყველაზე ელეგანტურ ქალაქს შორის პირველი პოზიცია დაიკავა.
სიაში მეორე და მესამე ადგილზე ლონდონი და ვენა გავიდნენ. საინტერესოა, რომ საუკეთესოთა ათეულში ძირითადად ევროპული ქალაქები მოხვდნენ და ერთადერთი გამონაკლისი ნიუ-იორკი იყო, რომელიც მე-7 პოზიციას დასჯერდა.