LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი სინგაპურია

29

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი სინგაპურია. ასეთი დასკვნა ბრიტანულმა გამოცემა „Economist Intelligence Unit”-მა ექსპერტთა უახლეს კვლევაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ხოლო, იმისათვის რომ ამა თუ იმ ქალაქში ცხოვრების ღირებულება დაედგინათ, სპეციალისტებმა 160-მდე სერვისისა თუ პროდუქტის ღირებულება შეისწავლეს. მათ შორის იყო საკვები, ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, კოსმეტიკა, უძრავი ქონება, ტრანსპორტირება, სკოლისა თუ საბავშვო ბაღის გადასახადი. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს მეგაპოლისებს შორის აზიური ქალაქები ლიდერობენ. სინგაპურის შემდეგ, მეორე პოზიციას ჰონგ-კონგი იკავეს და ლიდერთა სამეულს ციურიხი ასრულებს. ხუთეულში კი ასევე იაპონური ტოკიო და ოსაკა მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები