LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული Nissan Skyline 313 000 დოლარად გაიყიდა

82
skyline2010

იაპონურ აუქციონზე GT-R Registry ყველაზე ძვირადღირებული Nissan Skyline გაიყიდა. 2002 წლის სპორტქარი არც მეტი არც ნაკლები 313 400 დოლარად შეფასდა.

Nissan Skyline GT-R M-Spec Nür ნომერი R34–ის ძარის ერთ–ერთი ბოლო მოდიფიკაციაა. სახელი მოდელმა გერმანული სარბოლო ტრასის ნიურბურგრინგის საპატივცემულოდ მიიღო. 2002 წელს კონვეიერიდან სულ 285 ლიმიტირებული ავტომობილი ჩამოვიდა. გასაყიდად გამოტანილი „სკაილაინი“ სერიის 36–ე სპორტქარია.

Nissan Skyline GT-R M-Spec Nür მუქ ნაცრისფერშია შეღებილი. სხვა Skyline–ებისგან მოდელი მოდიფიცირებული ძრავით განსხვავდება, აგრეგატს 334 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 0–დან პირველი „ასეულის“ განვითარება ლოტს 4,9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 282 კმ/სთ–ია. თუკი ოდომეტრის მონაცემებს დავუჯერებთ, ავტომობილის გარბენი მხოლოდ 6817 კილომეტრია.

აღსანიშნავია, რომ Skyline–ის წინა რეკორდი 2018 წელსაა დამყარებული და მაშინ სპორტქარი უცნობმა კოლექციონერმა 300 000 დოლარად იყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები