LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოცოტიკლეტი აუქციონზე გაიყიდება

97
harleydavidson5

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოტოციკლეტს აუქციონზე გაიტანენ. საუბარია Harley-Davidson–ს ბრენდის მოდელზე, რომელიც საკულტო ფილმშია გადაღებული.

ჰოლივუდური ნამუშვარი Easy Rider ეკრანებზე 1952 წელს გამოვიდა და პიტერ ფონდას როლის შემსრულებელი ამ მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა.

ტრანსპორტის საწყისი ფასი 300 000–დან 500 ათას დოლარამდეა, თუმცა აუქციონის ავტორები მის საგრძნობლად ზრდას ვარაუდობენ. საქმე ისაა, რომ ამ მოტოციკლეტის ანალოგი 7 წლის წინ 1,62 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულმა მოტოციკლეტმა საკმაოდ რთული არაეკრანული ცხოვრება განვლო. გადაღებები დასრულებულიც კი არ იყო, რომ Harley-Davidson გადასაღები მოედნიდან მოიპარეს. რის შემდეგაც სავარაუდოდ, ნაწილებად დაშალეს და გაყიდეს. ხოლო გადაღებები ამავე მოტოციკლეტის ანალოგით დასრულდა და სწორედ ეს ანალოგია აუქციონის მთავარი ლოტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები