მსოფლიოში ყველაზე დიდ სასტუმროს 10 ათასი ნომერი და 70 რესტორანი ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსდება შვეულმფრენის ოთხი ასაფრენ-დასაჯდომი მოედანი, კინოთეატრები, შოპიგცენტრები და სხვა დაწესებულებები.
სასტუმრო სახელწოდებით – Abraj Kudai საუდის არაბეთში, ქალაქ მექაში აშენდება, შესაბამისად, ამ უზარმაზარ კომპლექსში მოეწყობა საუდის სამეფო ოჯახის მექის რეზიდენციაც.
აღსანიშნავია, რომ პროქტზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს. Abraj Kudai-ის გახსნა ჯერ კიდევ 2017 წელს იგეგმებოდა, შემდეგ 2019-2020 წლებში, თუმცა მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმროს აშენება ფინანსური პრობლემების გამო გაჭიანურდა.
პროექტის ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარია. გრანდიოზული სასტუმროს შენობა 45 სართულიანი იქნება და იგი უდაბნოს ციხე-სიმაგრის სტილში აშენდება.