LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დიდ ქანდაკებას ინდოეთში ააშენებენ

12

მსოფლიოში ყველაზე დიდ ქანდაკებას ინდოეთში ააშენებენ. “Al Jazeera”-ს ინფორმაციით, მაჰარაშტრას შტატში ინდოეთის ეროვნული გმირის შივაჯის გიგანტური მონუმენტი განთავსდება. ძეგლის სიმაღლე 192 მეტრი იქნება და მას არაბეთის ზღვის სიახლოვეს ერთ-ერთ ხელოვნურ კუნძულზე დადგამენ. წინასწარი ინფორმაციით, შივაჯის მშენებლობის ღირებულება 36 მილიარდი რუპია ანუ 530 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ახალი სკულპტურა გააუმჯობესებს მიანმეში მდებარე ბუდას ძეგლის მსოფლიო რეკორდს და მასზე 76 მეტრით მეტი იქნება. ხოლო, რაც შეეხება ნიუ-იორკში მდებარე თავისუფლების ქანდაკებას – ის შივაჯიზე 99 მეტრით ნაკლებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები