LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია – საქართველო ამ ჩამონათვალში 91-ე ადგილზეა

181
ფინეთი

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციული მსოფლიო ბედნიერების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც გაეროს მხარდაჭერით, სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება.

2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მეორე ადგილზეა დანია, მესამეზე – ისლანდია, მეოთხეზე – შვედეთი და მეხუთეზე – ისრაელი. ბოლო, 143-ე ადგილზე კი ავღანეთია.

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 91-ეა. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია 82 ადგილით, რუსეთი 72-ე ადგილს იკავებს, ხოლო აზერბაიჯანი 101-ე ადგილზეა.

ანგარიში 2012 წლიდან მზადდება. მისი საფუძველია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ბედნიერების ხარისხი განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობით და ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებლით.

ფინეთი ზედიზედ რამდენიმე წელია პირველ ადგილზეა. ფინელები ყველაზე ბედნიერი იყვნენ კორონავირუსის პანდემიის დროსაც.