LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საუკეთესო სასტუმრო კამბოჯაში მდებარეობს

54

მსოფლიოში საუკეთესო სასტუმრო უჩვეულოდ ხელმისაწვდომია. მოგზაურთა პორტალმა TripAdvisor-მა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა და საუკეთესო სასტუმროებს Traveller’s Choice-ის პრემია გადასცა. 2017 წლის საუკეთესო სასტუმრო კი კამბოჯაში მდებარე Viroth’s გახდა. საიტის ინფორმაციით, სასტუმროში ერთი ღამის გატარება სულ რაღაც 100 დოლარამდე ღირს, რაც საკმაოდ დაბალი ფასია. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულებს სპეციალისტები მომხმარებელთა გამოხმაურების მიხედვით ადგენენ. მაგალითად, Viroth’s-ის შემთხვევაში 910 კომენტარიდან უარყოფითი მხოლოდ 5% თუა. რაც შეეხება საუკეთესოთა შემდეგ პოზიციას, ის კოსტა-რიკაში მდებარე Tulemar Bungalows & Villas-მა დაიკავა და ბუნგალოში დარჩენის ღირებულება 300 დოლარია.

და ბოლოს, ლიდერთა სამეულს 850 დოლარიანი, ინდური Umaid Bhawan Palace ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები