ბრიტანულმა კომპანია Skytrax-მა ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და საუკეთესოს წოდება უკვე მეხუთედ – ჩანგის აეროპორტმა მოიპოვა. რეიტინგის შემდეგ პოზიციას კი ტოკიოს საერთაშარისო აეროპორტი იკავებს და ლიდერთა სამეულს სამხრეთ კორეა, კერძოდ კი ქალაქი სეული და ინჩხონის აეროპორტი ასრულებს.
საუკეთესოთა რეიტინგში ასევე მიუნხენის, ჰონგ -კონგის, დოჰას, ციურიხის, ლონდონისა და ფრანკფურტის ავიაბაზებიც მოხვდნენ.
შეგახსნებეთ, რომ „Skytrax World Airport Awards“ აეროპორტთა შეფასების მთავარი პრემიაა და გამოკითხვაში, როგორც წესი, მინიმუმ 105 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.