LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

69
shutterstock-1675735003

მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, – ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკვებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო (FAO) ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე, ფასები საშუალოდ 30%-ით არის გაზრდილი.

როგორც FAO-ში აცხადებენ, ფასებმა განსაკუთრებით მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთზე მოიმატა. ანგარიშის მიხედვით, ფასების ზრდა ძირითადად კორონავირუსის პანდემიამ, მიწოდების შეფერხებამ, ქარხნების დახურვამ და პოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოწვია.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, წელს რუსეთში, კანადასა და აშშ-ში მარცვლეულის ცუდი მოსავალი მოვიდა, რამაც ფასების ზრდაზე ასევე დიდი გავლენა იქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები