საქართველოდან ჩირის ექსპორტი 58.7%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირდა 610.3 ტონა გამხმარი ხილი, რომლის ღირებულებამ 1.9 მლნ დოლარი შეადგინა.
ქართული ჩირი ექსპორტზე გავიდა: გერმანიაში – 298.4 ტონა; რუსეთში – 120.7 ტონა; ჩინეთში – 81.7 ტონა; სომხეთში – 35.9 ტონა; ლიეტუვაში- 7.5 ტონა; ჩეხეთში – 21.7 ტონა; იაპონიაში -2 ტონა; უკრაინაში – 14.1 ტონა; ლატვიაში -1 ტონა; პოლონეთში – 1 ტონა.