Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მსოფლიოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები რეკორდულია – ფაუჩი დღესასწაულების მოახლოების გამო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები რეკორდულია – ფაუჩი დღესასწაულების მოახლოების გამო, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

275
1588427983-ენტონი-ფაუჩი

კორონავირუსის ახალი შტამით – „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მატულობს, რის გამოც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია მოახლოებული დღესასწაულების გამო სიფრთხილის გამოჩენა.

„როცა ოჯახურ სიტუაციაში ხართ და აღნიშნავთ შობას. თქვენი ოჯახის წევრები აცრილები არიან და გაკეთებული აქვთ „ბუსტერი“ – ეს უსაფრთხოა, თუმცა მეტი სიმშვიდისთვის დამატებითი ნაბიჯი უნდა გადადგათ და შეკრების წინა დღეს ტესტი გაიკეთოთ. ეს ძალიან განსხვავდება დიდი წვეულებისგან, რომელსაც 30 ან 50 ადამიანი ესწრება, მათი ვაქცინაციის სტატუსი კი უცნობია. აუცილებელია მოახლოებული დღესასწაულების გამო სიფრთხილის გამოჩენა“, – აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი.

იტალიამ კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, საახალწლო ღონისძიებები აკრძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები