LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 173 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

66
ვაქცინაააა

Bloomberg – ის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 173.3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. მათ შორის, აშშ-ში 53.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 16%-ს შეადგენს.

აშშ-ს 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით ჩინეთი მოჰყვება, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 21.3 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონ ადამიანს უტარდება. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 6.3 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 70%-ს შეადგენს.

არსანიშნავია, რომ ისრაელის გარდა, ვაქცინაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 47% და 23.3%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები