ავიაკომპანია Emirates, რომელიც Forbes-ის ვერსიით მსოფლიოში უმსხვილესი გადამზიდია, ბილეთის საფასურად ბიტკოინების მიღებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Arab News ავრცელებს.
კომპანიის მთავარი დირექტორის თქმით, ავიაგადამზიდი თავის საიტზე საკუთარ NFT-ტოკენებსაც დაამატებს. ახალი სისტემის ჩაშვების ზუსტი ვადები ჯერ-ჯერობით არ სახელდება.
გადამზიდის წარმომადგენელმა ისიც დაამატა, რომ Emirates აპლიკაციის შესაქმნელად ახალი თანამშრომლების დაქირავება დასჭირდება. ეს აპლიკაცია კლიენტების მოთხოვნილებების უკეთ გასაგებად იქნება საჭირო.