LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ბორუსიას თამაშებზე ყველაზე მეტი ხალხი დადის

57

დორტმუნდის ”ბორუსიას” არენას მსოფლიოში ყველაზე მაღალი დასწრება აქვს. ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა 572 ათასი ადამიანია, ”სიგნალ იდუნა პარკზე” კი 81 ათასი გულშემატკივარი დადის.

საშუალოდ ბუნდესლიგის მატჩებზე 42 ათასი გულშემატკივარი დადის, ეს კი მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო წლების განმავლობაში კი ”ბორუსია” ყველაზე დასწრებადი გუნდი ხდება. წლევანდელ სეზონზე ”სიგნალ იდუნა პარკი” 600 ადგილით გააფართოვეს და ახლა ის 81 359 მაყურებელს იტევს.

დასწრების მხრივ მეორე ”მანჩესტერ იუნაიტედია”. ”ოლდ ტრაფორდს” საშუალოდ თამაშზე 75 ათასი მაყურებელი სტუმრობს. მანჩესტერში კი 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები