LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში, ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების რიცხვმა 12 %-ით იკლო: ჯანმო

50
Untitled design (1)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიის შესახებ ყოველკვირეულ ანგარიშს აქვეყნებს და აცხადებს, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი, გასულ კვირაში, მსოფლიოს მასშტაბით, 12 %-ით შემცირდა.

გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

WHO-ს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ კვირებთან შედარებით, შემთხვევების ყოველდღიური რიცხვი 13 %-ით იკლებს ინდოეთშიც, თუმცა, გლობალურად, ინფიცირებულთა რიცხვი მაინც ყველაზე მაღალი აქ არის.

ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, გასულ კვირას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში 25 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა და 30 000-ზე მეტი ლეტალური ფაქტი დაფიქსირდა.

ჯანდაცვის ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელ ყველაზმკვეთრად ევროპის რეგიონში შემცირდა.

ქვეყნების მიხედვით კი მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

?  ერთი კვირის განმავლობაში, ინდოეთში 2 387 663 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით;

?  ბრაზილიაში, პირიქით, გაიზარდა შემთხვევების რიცხვი და 437 076 დადასტურებული ფაქტით, 3 %-ით იმატა გასულ კვირასთან შედარებით;

?  ამერიკის შეერთებულ შტატებში კი წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირების მაჩვენებელი 21 %-ით შემცირდა – ბოლო ერთ კვირაში შტატებში კოვიდით 235 638 ადამიანი დაავადდა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 86 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეს კი 5%-ით ნაკლებია გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით.