LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსოფლიოში ასეთი სულ 3 სკოლაა“ – გურჯაანში გასტრონომიული სკოლა გაიხსნება

115
20140317culinary-arts61

გურჯაანში ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე გასტრონომიული სკოლა შენდება, რომლის გახსნაც 2023 წელს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სკოლა საერთაშორისო დონის იქნება და ადგილობრივი სტუნდეტების გარდა უცხოელ სტუდენტებსაც მიიღებს. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელს ესაუბრა.

ქეთი კვიჭიძის ინფორმაციით, სკოლა კავკასიის უნივერსიტეტსა და ბასკეთის კულინარიის ცენტრთან ერთად დაფუძნდება.

„სკოლის მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. ეს სკოლა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, მსოფლიოში ასეთი სულ 3 სკოლაა, მათ შორის ერთ-ერთია ბასკეთის კულინარიული ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები