LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში აღიარებული სამოგზაურო გამოცემა კახეთში მდებარე მარნებზე წერს

165
ჯჯ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გავლენიანმა გამოცემამ – Lonely Planet ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო. გზამკვლევში „Wine Trails: Europe“ ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების ღვინოსთან ერთად დეტალურად მოთხრობილია ქართული ღვინის შესახებ.

გზამკვლევის მომზადებამდე Lonely Planet-ის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში, კახეთის მხარეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და შეგროვებული ინფორმაცია Lonely Planet-ის გზამკვლევში გამოაქვეყნა. პარალელურად, ჟურნალისტი სხვადასხვა მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს.

Lonely Planet-ის გზამკვლევი მკითხველს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიციის, ღვინის მომზადების წესების, ქვევრის და კახეთის მარნების შესახებ მოუთხრობს. გზამკვლევში დეტალური ინფორმაციაა განთავსებული კახეთში მდებარე მარნებისა და კვების ობიექტების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები