LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში 7 ადამიანიდან 6 დაუცველობას განიცდის – UNDP-ის ახალი ანგარიში

60
ხალხი

გაეროს განვითარების პროგრამის ახალი გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობაში დაუცველობის განცდა მატულობს. 

როგორც ანგარიშშივეა ნათქვამი, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გაზრდა და განვითარების სტრატეგიების გადახედვაა.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ახალი გლობალური ანგარიში „ადამიანური დაცულობა ანთროპოცენის ეპოქაში“გამოაქვეყნა.

ამ გლობალური კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულების მანძილზე, მსოფლიოში ადამიანური განვითარების მაჩვენებლების ზრდა აღინიშნებოდა, თუმცა ამას დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის გამყარება არ მოჰყოლია.

UNDP-ის კვლევა აჩვენებს, რომ დაცულობის განცდა დაბალია თითქმის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ეკონომიკურად შეძლებულ საზოგადოებებში. ათი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ადამიანების შფოთვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი მატულობს.

„ამ გამოწვევის საპასუხოდ, აუცილებელია ადამიანებსა და ქვეყნებს შორის სოლიდარობის გაზრდა და განვითარების მიმართ ახალი მიდგომების გამონახვა. ამის შედეგად, ადამიანები შეძლებენ ღირსეულ არსებობას დაუკმაყოფილებლობის, შფოთვისა და შიშის განცდის გარეშე.“ – ნათქვამია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები