იყო დრო, როდესაც რბოლებისთვის მამაკაცებიც ჩუმად იკრიბებოდნენ, ქალებს კი სტარტზე დროშის ქნევაც ეკრძალებოდათ. თუმცა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დღესდღეობით მსოფლიო არაერთ ქალ მრბოლელს იცნობს, რომელთა ფოტოებიც სხვადასხვა ჟურნალების გარეკანს ამშვენებს…
დროთა განმავლობაში, მას შემდეგ რაც ავტოსპორტმა ყურადღება მიიპყრო, მამაკაცებთან ერთად რბოლისადმი ინტერესი ქალბატონებმაც გამოთქვეს და ზოგიერთმა მათგანმა დიდ წარმატებასაც მიაღწია…
მაშ ასე, თქვენს წინაშეა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი მრბოლელების სია:
სიუზი სტოდარტი – DTM, Formula 1
ქერა ლამაზმანი, სიუზი შოტლანდიის სახელით ასპარეზობს, თუმცა შვედეთში დაიბადა. გოგონამ ავტოსპორტის ყველა საფეხური გაიარა კარტინგიდან ფორმულა 1-მდე. ამ დისტანციაზე მან გამოიარა Formula Renault, ფორმულა 3, გერმანული სარბოლო სერია DTM, სადაც Mercedes-ის ღირსებას იცავდა და ბოლოს ფორმულა 1-ში აღმოჩნდა, როგორც Williams-Mercedes-ის ტესტ-პილოტი. სიუზი სტოდარტი ახლა უკვე ტოტო ვოლფის, ყოფილი მოყვარული ავტომრბოლელისა და ამჟამად Mercedes F1 Team-ის სპორტული დირექტორის მეუღლეა და შარშანდელი წლის ბოლოს ავტოსპორტს თავი ოფიციალურად დაანება.
მადალენა ანტასი – Rally Patrol
პორტუგალიელი ლამაზმანი მტვერში ამოსვრაზე უარს არ ამბობს. მის სპეციალიზაციას Rally Patrol წარმოადგენს და უდაბნოებში უმძლავრესი ყველგანმავლებით დაქრის. ის დაინტერესებულია ფერწერითაც და მამაკაცების ჟურნალებისთვის ფოტოსესიებზეც თანხმდება.
დანიკა პატრიკი – Indycar, NASCAR
საკამათო არ არის, რომ დანიკა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომრბოლელი ქალია. ნამდვილი პილოტი, რომელმაც 2005 წელს Indycar-სა და Indy-500-ის საუკეთესო ახალბედას სახელი მოიხვეჭა. ამასთან ის ყოველთვის ყურადღებას იპყრობს და საკუთარი გარეგნობით მკვეთრად გამოირჩევა ავტომრბოლელებს შორის. დანიკა პოპულარულ ჟურნალს Sports Illustrated ფოტოსესიაზე დათანხმდა და საკუთარი ფორმები გამოაჩინა.
შენონ მაკინტოში – US F200
დიახ ძნელია დაჯერება, მაგრამ სიმართლეა, ეს გოგონაც ავტომრბოლელია. შენონი ახლა ცდილობს Indycar-ში მოხვედრას და შედარებით დაბალ კლასში, US F200-ში ასპარეზობს. კრიტიკოსების აზრით შენონის სახით დანიკა პატრიკს კონკურენტი გამოუჩნდა…
ლეილანი მიუნთერი – ARCA Racing Series
მინესოტას შტატში დაბადებული ლეილანი, NASCAR-ის ანალოგიური პროტოტიპებით ARCA-ს ამერიკულ სარბოლო სერიაში ასპარეზობს. თავის დროზე მან Indycar-ის მოსამზადებელ ერთ-ერთ სარბოლო სერიაში გამოცადა საკუთარი ძალები. გოგონამ იცის, რომ ავტორბოლების სუპერვარსკვლავი უკვე ვეღარ გახდება, მაგრამ ის შესანიშნავად მოერგო სისწრაფისა და ტესტოსტერონის სამყაროს. ავტორბოლები მისთვის მხოლოდ ნათელი და დატვირთული ცხოვრების ეპიზოდია: ლეილანი დაივინგით და სნოუბორდითაც არის გატაცებული, ეკორალიში წყალბადის Ford Focus-ით მონაწილეობს. მისით მუდმივად ინტერესდებიან ისეთი ჟურნალები, როგორიცაა Vogue, Sports Illustrated, Glamour, რაზეც ის უარს არასდროს ამბობს. როგორც ამბობენ, ის ძალიან ჰგავს კეტრინ ზეტა-ჯონსს და ჰოლივუდის ვარსკვლავის დუბლიორიცაა.
ეშლი ფორსი – Drag Racing
ამ სიაში ეშლი აშკარად ყველაზე სწრაფია – ის 400 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და თითქმის დაუმარცხებელია. მისი მოწოდება Drag Racing-ია. აღსანიშნავია, რომ მას დიდი უპირატესობა აქვს მეტოქეებთან შედარებით. არა, ეს გარეგნობა არ არის, რომელიც მეტოქეებს თვალებს უბრმავებს, ის ლეგენდარული ავტომრბოლელის, ჯონ ფორსის ქალიშვილია და როგორც მილკა ამბობს, Drag-ზე ასპარეზობა, სწორედ მამამ ასწავლა.
მილკა დუნო – IMSA Racing Series
ვენესუელელი ლამაზმანი ყოფილი მოდელია. თუმცა, მისი სარბოლო კარიერა დიდი მიღწევებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ფაქტია, რომ თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. აღსანიშნიავია, რომ მან „დეიტონას 24 საათიან რბოლაში“, ქალ ავტომრბოლელებს შორის წრის რეკორდი მაინც დაამყარა. ახლა მილკა ტელეწამყვანია და გადაცემას „გოგონების რბოლებს“ უძღვება.
ინესა ტუშკანოვა – Rally
უკრაინელი ქალი ავტომრბოლელი, 14 წლიდან სამოდელო ბიზნესშია და ახლა საავტომობილო სამყაროს დასაპყრობად Mitsubishi Lancer Evolution-ის დახმარებით ცდილობს. გარდა ამისა, მამაკაცების უკრაინული და პოლონური ჟურნალების ვარსკვლავიც არის. ადრე Rally-ს შტურმანი იყო, დღეს კი საჭეს თავად მიუჯდა და ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა შეჯიბრებებში. ამ დროისთვის მან უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებებს, ის გახდა 2010 წლის უკრაინის ჩემპიონატის მეექვსე ადგილის მფლობელი. სამწუხაროდ, მისი ავტომობილი რამდენიმე ხნის წინ ნამსხვრევებად იქცა, თუმცა Playboy-ს ყოფილი მოდელის ფორმებს ამ ავარიით არაფერი დამართნია და არც რბოლებში მონაწილეობის შეწყეტას არ აპირებს.