გასულ უქმეებზე ბაჰამის კუნძულებს ბელა ჰადიდი, ალესანდრა ამბროსიო, ემილი რატაჟკოვსკი, ჰეილი ბოლდუინი და სხვა ცნობილი სახეები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ცნობილი მათი „ინსტაგრამიდან“ გახდა: ჩასვლისთანავე გოგონებმა მზიანი სანაპიროდან ფოტოები გააზიარეს.
მსოფლიოს ყველაზე სასურველი ქალები თავის გამომწერებს მოწყენის საშუალებას არ აძლევენ – ისინი სექსუალურ საცურაო კოსტიუმებში, მზის აბაზანების მიღების დროს, ცურვისა და უბრალოდ, გართობის დროს აქტიურად პოზირებენ.