დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციაEuromonitor-მა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესებს იკვლევს, 2017 წელი ტურისტული თვალსაზრისით შეაჯამა და მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ქალაქების სია შეადგინა.
Euromonitor-ის უახლესი კვლევის მიხედვით, გასული წლის ყველაზე მონახულებადი ქალაქების რეიტინგში ჰონგ-კონგი ლიდერობს. 2017 წელს ჰონგ-კონგში სულ მცირე ერთი ღამე 26,6 მილიონმა ადამიანმა გაატარა. მას 2017 წელს ბანგკოკი მოჰყვებოდა – ქალაქს ამავე პრინციპით 21,2 მილიონი ვიზიტორი ეწვია. რეიტინგის მესამე პოზიციაზე უკვე ევროპული ქალაქი –ლონდონია 19,2 მილიონი ვიზიტორით.
შემდეგი პოზიციები კი ასეთია:
სინგაპური – 16,6 მილიონი ადამიანი;
მაკაო- 15,4 მილიონი;
დუბაი -14,9 მილიონი;
პარიზი -14,4 მილიონი;
ნიუ-იორკი- 12,7 მილიონი;
შენჟენი-12,6 მილიონი;
კუალა-ლუმპური 12,3 მილიონი.