სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნამდე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი და ლამაზი აეროპორტის ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას, შეგიძლიათ მსოფლიოს სხვა აეროპორტები მოინახულეთ, რომლებიც უკვე იქცნენ თანამედროვე არქიტექტურის შედევრებად.
სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი – სტამბოლის ახალი, რიგით მესამე აეროპორტს, რომელიც სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტის ტიტულზე, ზოგი ეგზოტიკურ ყვავილს ადარებს, ზოგი კი, მოდერნისტული ხელოვნების ორიგინალურ სკულპტურას.
მარაკეშის საერთაშორისო აეროპორტი Menara – როგორც ჩანს, მარაკეშის აეროპორტის არქიტექტურა მაროკოსთვის ჩვეულმა მზიანმა კლიმატმა განსაზღვრა – თანამედროვე დიზაინი, ქათქათა თეთრი ფერი და ორნამენტები, რომლებიც მზის სხივების წყალობით ერთგვარ ჩუქურთმას ქმნიან შენობის კედლებზე, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ხასხასა ლურჯი ცის ფონზეა.
საერთაშორისო აეროპორტი Carrasco ურუგვაიში – მონტევიდეოსთან ახლოს მოთავსებული აეროპორტი, რომელიც უცხოპლანეტურ მფრინავ თეფშს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ შენობას, თანამედროვე არქიტექტურის მართლაც საუკეთესო ნიმუშია.
ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი აზერბეიჯანში – ბაქოს გარეუბანში აშენებული აეროპორტის ექსტერიერი ტალღას, ინტერიერი კი, „თოჯინის სახლს“ ჰგავს, რადგან შენობაში მოფუსფუსე ადამიანები მართლაც მექანიკური თოჯინების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
დენვერის საერთაშორისო აეროპორტი – ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აეროპორტს, რომელიც შორიდან ალპების პატარა სოფელს, ახლოდან კი, სამეცნიერო კვლევით ცენტრს ჰგავს, ბევრი მისტიკურ ადგილად მიიჩნვეს, რადგან ამბობენ, თითქოს აეროპორტში მასონთა ორდენის საიდუმლო შტაბ-ბინაა მოწყობილი.
ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი სინგაპურში – ეგზოტიკური მცენარეების გიგანტურ სათბურს დამსგავსებულმა აეროპორტმა უკვე დაიმსახურა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის ტიტული, როცა მოგზაურებს არა მხოლოდ კრეატიული და პრაქტიკული გადაწყვეტილებები შესთავაზა, არამედ, 40-მეტრიანი შადრევნითაც გააოცა.