LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული და ბიუჯეტური ქალაქები

129
20221121_inflation_unsplash

ექსპერტებმა სინგაპური საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად დაასახელეს. ყოველწლიური რეიტინგი გამოცემა The Economist-მა გაავრცელა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განთავსებული ქალაქი-სახელმწიფო რეიტინგის სათავეში ბოლო 11 წლის განმავლობაში მე-9-ედ მოექცა. ამჯერად სინგაპურმა გამარჯვება შვეიცარიულ ციურიხთან გაინაწილა.

ძალიან ძვირად ღირებულ ქალაქთა მეორე ადგილს ისევ შვეიცარია და ქალაქი ჟენევა იკავებს, მესამე კი აშშ, ნიუ-იორკია. რეიტინგის შემდეგი პოზიციები ასე გადანაწილდა – ჰონკონგი (ჩინეთი), ლოს-ანჯელესი (აშშ), პარიზი (საფრანგეთი), კოპენჰაგენი (დანია), თელ-ავივი(ისრაელი) და სან-ფრანცისკო (აშშ).

საცხოვრებლად ყველაზე ბიუჯეტური ქალაქი ინდური ჩენაი გახდა, რომელიც ბოლო ადგილზე არგენტინულ ბუენოს-აირესთან ერთად მოხვდა. ანტი რეიტინგის შემდეგ ადგილებს ლაგოსი (ნიგერია), ლუსაკა (ზამბია), ტუნისი (ტუნისი), ტაშკენტი (უზბეკეთი), ტრიპოლი (ლიბია), ტეგერანი (ირანი) და დამასკი (სირია) იკავებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები