მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორია და ის კვლავ უცოლოა. ჯეფ ბეზოსი ცოლს ცოტა ხნის წინ გაშორდა. ბეზოსმა და მისმა მეუღლემ 25-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, დაშორების შესახებ ერთობლივი განცხადება Twitter-ით გაავრცელეს.
„სიყვარულის მრავალწლიანი კვლევისა და საცდელი დაცილების შემდეგ, გადავწყვიტეთ, დავშორდეთ და განვაგრძოთ ცხოვრება მეგობრებად“, – აღნიშნულია ჯეფ და მაკენზი ბეზოსების განცხადებაში.
ჯეფ ბეზოსი 54 წლისაა. მისი კომპანია „ამაზონი“ წელს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად დასახელდა. ბეზოსი მსოფლიოში კვლავაც უმდიდრეს ადამიანად რჩება. „ბლუმბერგი“ მის ქონებას 137 მილიარდ დოლარად აფასებს. მისი მეუღლე მაკენზი 48 წლისაა და მწერალია.
წყვილს 4 შვილი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი ნაშვილებია.