მსოფლიოს უდიდესმა ავიაკომპანიამ 150 რეისი კომპიუტერის გაუმართაობის გამო გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია, Delta Airlines-მა საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. როგორც გადამზიდის წარმომადგენელი აცხადებს, გაუქმებული რეისების რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. თუკი პრობლემა არ მოგვარდება, ისინი მომხმარებელს წინასწარ გააფრთხილებენ. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიას მსგავსი პრობლემა წარსულშიც არაერთხელ ქონია. მაგალითად 2016 წლის აგვისტოში რამდენიმე რეისი ასევე კომპიუტერის გაუმართაობის გამო გადაიდო. აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ.