LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მომდევნო სასურველი სასიძო: ბრუნეის პრინცი უბრალო გოგოს ეძებს

24

მეგან მარკლთან გახმაურებული რომანის გამო, პრინცმა ჰარიმ სასურველი სასიძოების წოდება დაკარგა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ეს ადგილი ვაკანტური არასოდეს არის და ის მალევე დაიკავა ბრუნეის 25 წლის პრინცმა აბდულ მატინმა.

ბრუნეის მმართველის,  ჰასანალ ბოლკიაჰის ოჯახში ის მეოთხე ვაჟიშვილია და მისი ქონება 20 მილიარდი დოლარით არის შეფასებული. მის გარდა სულთანს კიდევ 11 შვილი ჰყავს – 7 ქალიშვილი და 4 ვაჟიშვილი.

2011 წელს, პრინცმა სანჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემია დაამთავრა და მეორე ლეიტენანტის წოდებაც მოიპოვა, თუმცა მამის სურვილით სწავლა მან არა სამხედრო გზით, არამედ ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ხელოვნების დარგში წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო. პრინცი რამდენიმე უცხო ენას ფლობს, მათ შორის ინფლისურს, ფრანგულს, იტალიურსა და არაბულს.

ბრუნეის პრინცს უყვარს აქტიური დასვენება: ის კარგად ცურავს, თამაშობს პოლოს, არის კარგი მოკრივე და უყვარს თხილამურებზე დგომა.

აბდულ მატინი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, „ინსტაგრამზე“ მას 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ფოტოებიდან გამომდინარე, რომლებსაც ის აქვეყნებს, ჩანს, რომ ის გარეული ცხოველების დიდი მოყვარულია.

პრინცს არ ჰყავს რჩეული, თუმცა ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი. თავად მატინი ამბობს, რომ მისი მომავალი მეორე ნახევარი უბრალო და ბუნებრივი გოგო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები